თბილისის შემოსასვლელთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თბილისის შემოსასვლელთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გაჩიანის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის შემოსასვლელის 47 კმ-ზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ჰონდა”-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ფორდი”-ს მარკის მიკროავტობუსი დაეჯახნენ. რის შედეგადაც 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავაბულებიდან სამი, სასწრაფო სამედიცინო ექიმთა ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ერთს ადგილზე სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები