ირაკლი კობახიძე ქართველ სამხედროებს „ძლიერთა თამაშებში” გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველ ჯარისკაცებს წარმატებას ულოცავს. “ქართველმა ჯარისკაცებმა ამჯერად სპორტულ არენაზე ასახელეს სამშობლო! კანადაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში”, ავღანეთში დაშავებული ქართველი სამხედროები, 17 მონაწილე ქვეყანას შორის პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედალი მოიპოვეს. გილოცავთ საქართველოს გამარჯვებას! საქართველო იგებს!”- ნათქვამია კობახიძის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები