წილკანში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებს უმასპინძლეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საკვლევ -სადემონსტრაციო ბაზაზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების შესახებ სემინარი გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის მონაწილე ახალგაზრდებმა სერტიფიცირების ლაბორატორია დაათვალიერეს, სერტიფიცირებისა და სტანდარტების მნიშვნელობას გაეცნენ და მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
საკონტაქტო პირი: ნანა კალანდაძე – 577 02 58 57 Nana.Kalandadze@srca.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები