ირაკლი კობახიძე: სოფელ ერედვში აშკარად სახეზეა აგრესიული პოლიტიკის ტენდენცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოფელ ერედვში აშკარად სახეზეა აგრესიული პოლიტიკის ტენდენცია.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა.
„აშკარად სახეზეა აგრესიული პოლიტიკის ტენდენცია. ამაზე პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება გაეროს ტრიბუნიდან. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენ პარტნიორებთან იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია შეხსენება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ სირთულეებზე რაც აქვს ჩვენ ქვეყანას”, – განაცხადა კობახიძემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მშენებლობის სამინისტრო რუსეთის დაფინანსებით სოფელ ერედვის 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების დანგრევისა და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.