ქეთევან ციხელაშვილი: ხელოვნური დაბრკოლებების ფონზე მნიშვნელოვანია ადამიანთა შორის კონტაქტი

კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისკენ პარტნიორებთან ერთად უნდა გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. „ხაზი გავუსვი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნური დაბრკოლებების ფონზე, ადამიანთა შორის კონტაქტი, საზოგადოებრივი დიალოგი, ნდობის მშენებლობის წახალისება. უნდა ვიაროთ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. გავაგრძელებთ რეფორმებს, ქვეყნის განვითარებას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისკენ უნდა გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები. გადაუჭრელი კონფლიქტი რეგიონში უსაფრთხოებასა და მშვიდობას რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს თანამშრომლობა პროგრესირებადი და ძალიან დინამიკურია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები