თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

“10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, ალილუევის, ხიმშიაშვილის, მანჯგალაძის, ჩოხატაურის, სურგულაძის, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ცინცაძის, ნიკო მარის, სვანეთის, რიონჰესის, დიდი ჯიხაიშის, კამალოვის, კავთისხევის, ჩაქვის, გულრიფშის, დეპოს, მახინჯაურის, მრევლიშვილის, წიკლაურის, საჭილაოს, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, საყვირის, კოხრეიძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლიკანის, ჭყონდიდელის, კახიანის, ნოსტეს, უიარაღოს, ჩოდრიშვილის, ქებურიას, მუშათა, კელაპტრიშვილის, წაღვერის, ძმობის, სტურუას, ასკურავას, კიკნაძის, მიქატაძის, ხუდადოვის, ჩხიკვაძის, კისისხევის, ინწკირველის, წრომის, ზეკარის, ასურეთის, სვირის, ლაითურის, ჟღენტის, სანავრდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, თოდრიას, გეგუთის, დარკვეთის, მირზაანის, ბუგეულის, კიშინიოვის, მაჩხაანის, წერონისის, ლუბოვსკის, სანერგეს და ჯავის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბეჟანიშვილის, იმერეთის, ზედაზენის, ჯავის, ლომთათიძის, ილურიძის და კოკინაკის ქუჩების, მაცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – სამრეწველო დასახლების, ბესიკ გეთიას და პაატა ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე კი – ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონს და თრიალეთის ქუჩას.
ასევე, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, სიხარულიძის, პიმენ ყურაშვილის, ყუშიტაშვილის, გურამ ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჩაჩავას, ტარიელ გვიმრაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები