„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას მართავს

„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას მართავს – პარტიის წევრები და მხარდამჭერები თბილისში, „ვარდების მოედანზე“ შეიკრიბნენ, ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
აქციასთან დაკავშირებით, რუსთაველზე ავტომანქანების მოძრაობა შეჩერებულია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ 17 მხარდამჭერი შიმშილობას დაიწყებს. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მათ შორის, მოითხოვენ, მკაფიოდ ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა და რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი. აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას. ასევე, მათი მოთხოვნაა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის “საქართველო-ნატო-რუსეთის” ამოქმედებაზე და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები ოქტომბერში მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები