სატყეო სააგენტო 1600-მდე საჯარო სკოლას შეშით მოამარაგებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა თიანეთში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორ ლევან ზაუტაშვილთან ერთად, 10 -მდე სკოლის საშეშე მერქნით მომარაგების პროცესს დაესწრო.
ეროვნული სატყეო სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით საშეშე მერქნით სკოლების მომარაგებას ახორციელებს. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგების მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს.
“აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. საქართველოს 9 რეგიონში სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება”, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები