მე-6 ტრანშის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, ერთობლივ საწარმო “Hill International N.V.”-ს და “Temelsu International Engineering Service Inc.”-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და “Hill International N.V.”-ის ვიცე-პრეზიდენტმა, სერდარ იბრაჰიმ გუჯარმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი საწარმო, მე-6 ტრანშის ფარგლებში, ზედამხედველობას გაუწევს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ შემდეგ პროექტებს: ჭიათურასა და მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას. ასევე, განხორციელდება ბოლნისის წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.
აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, მოეწყობა წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები