არჩილ ხანდამაშვილი: ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა ჩემი პრიორიტეტია

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. „გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია და ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეც მათი მოგვარებაა, გაცილებით მეტის გაკეთება შემდეგ 4 წელში უნდა შევძლოთ,“ – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა. მერობის კანდიდატმა ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე, მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და მათ დაპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტულად გადაწყვეტს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩუმლაყის მოსახელეობას გააჩნია. ,,მე თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად შევქმნი ახალ იდეებს და განვახორცილებეთ მათ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ’’ – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები