გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასამტკიცებლად ფარული კენჭისყრა გაიმართა. აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას განიხილავდნენ. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან რვამ მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები