ირაკლი კოვზანაძე: ირაკლი მექვაბიშვილის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება მოხდება

“ირაკლი მექვაბიშვილის შემთხვევაში მოხდება სახელმწიფო აუდიტის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება, თვითონ კი პროფესიონალი, ობიექტური და დამოუკიდებელი, გენერალური აუდიტორი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი მექვაბიშვილი არის მაღალი კლასის ფინანსისტი, ის ევრობანკის უფროსი ბანკირია, ბოლო 10 წლის განმავლობაში ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს საფინანსო ინსტიტუტებში, როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კოვზირიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მჭიდრო თანამშრომლობა მოხდეს აუდიტსა და პარლამენტს შორის. “ვფიქრობ, რომ მისი ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად გამოადგება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენთვის კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო აუდიტისა და პარლამენტის, რათა პარლამენტს აქვს ერთადერთი ბერკეტი ეს არის სახელმწიფო აუდიტი, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი სამთავრობო ხარჯების კონტროლი, საბიუჯეტო ხარჯების კონტროლი. ვფიქრობ, რომ ირაკლი მექვაბიშვილის შემთხვევაში მოხდება სახელმწიფო აუდიტის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება, ხოლო თვითონ მექვაბიშვილი იქნება პროფესიონალი, ობიექტური და დამოუკიდებელი, გენერალური აუდიტორი”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები