როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – მოკლევადიანი პროგნოზი

საქართველოში თბილი ამინდი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი იქნება.
მისივე თქმით, ვინაიდან ქვეყნის სამხრეთიდან მოედინება ცხელი ჰაერის მასები ტემპერატურული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
შავი ზღვის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით შესაძლოა იყოს ცვალებადი მოღრუბლულობა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26–32 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში – 32–37 გრადუსი; მთიან რაიონებში – 28 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 30–35 გრადუსი, სტეფანწმინდასა და გუდაურში – 24 გრადუსამდე; ბაკურიანში, ახალქალაქსა და წალკაში – 26–30 გრადუსამდე; თბილისში – 33–35 გრადუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები