საგარეო საქმეთა სამინისტრო: ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს.
„აღნიშნული ინფორმაცია, ჩვენ გუშინ მივიღეთ და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი არხებით ცდილობს დეტალების გარკვევას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. თუმცა, ამის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილი გუშინ გვიან საღამოს გახდა. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც. დაკავება სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები