ელტონ ჯონი: ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო

ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
“ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!“ – წერს ელტონ ჯონი.
კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა.
მომღერალი კონცერტს საქართველოში მომავალ წელს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები