გიორგი კვირიკაშვილი ელისო ვირსალაძეს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ელისო ვირსალაძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„ვულოცავ ქალბატონ ელისო ვირსალაძეს 75 წლის იუბილეს.
ელისო ვირსალაძეს, ნამდვილ პროფესიონალსა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მუსიკოსს, იცნობს და აფასებს მთელი მსოფლიო.
ჩვენმა დიდმა ხელოვანმა თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დაარსებით შესანიშნავ ტრადიციას დაუდო სათავე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში.
ვუსურვებ ქალბატონ ელისოს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები