ლიბიაში დაკავებულ გემზე, ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებულ გემზე, ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია.
ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მამუკა ახალაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობენ.
“ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სამსახურმა დაკავებული მეზღვაურის ოჯახის წევრისგან მიიღო. ლიბიაში 29-30 აგვისტოს ცხელ კვალზე დააკავეს პატარა ზომის ტანკერი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა. ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის სამი ქართველი იმყოფება ქალაქ ტრიპოლის ციხეში. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო კოორდინირებულად ვმუშაობთ”, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები