ოპონენტის მოწოდების მიუხედავად, პეტრიაშვილი საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, დავით ოქიტაშვილი მისთვის ავტორიტეტული ფიგურა არ არის და მის მოწოდებას არ გაითვალისწინებს. შესაბამისად, არ გადადგება. ამის შესახებ დღევანდელ ყრილობაზე, პეტრიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

“ოქიტაშვილი ჩემთვის ავტორიტეტი არ არის. იმედი მაქვს, თავისუფალი ტელევიზიები საზოგადოებას იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რასაც გადაიღებენ და ყველასთვის ცნობილი იქნება რეალობა. მიცემულ ხმებს ოქიტაშვილი ახალგაზრდა თაობას ვერ დაუთმობს, მას შეუძლია მოწოდება გააკეთოს, რომლის გადაღების საშუალებაც გექნებათ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაერთიანებული პროფკავშირების ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები