მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი ქართველი გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ძალიან მძიმე და საინტერესო პროცესის განმავლობაში გვერდში მედგა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამ პროცესში ძალიან ბერი ადამიანი იყო ჩართული და რომ არა ასეთი ერთსულოვნება, გაგვიჭირდებოდა ამ რთული მიზნის მიღწევა“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ამ წარმატებაში ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად დიდი წვლილი მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს მიუძღვით. მისივე თქმით, იმ წარმატებამ, რასაც საქართველომ ტურიზმის სფეროში მიაღწია, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმაში, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სწორედ ქართველი გახდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი გაეროს ამ სტრუქტურის ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. ახალი გენერალური მდივანი გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში დამტკიცდა, რომელიც ჩინეთში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები