ანდრია გვიდიანი: ფონდის ხელმძღვანელის მხრიდან ფონდის თანხების ხარჯვა არის ამორალური

“ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, რაც ფონდ „იავნანას“ და პაატა ბურჭულაძეს უკავშირდება”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

გვიდიანი ამორალურს უწოდებს ფონდის ხელმძღვანელის მხრიდან ფონდის თანხების მითვისებას.

გვიდიანის განცხადებით, საქველმოქმედო ფონდებს აქვთ ვალდებულება, გამოაქვეყნონ ფინანსური დასკვნები.

“ფონდ „იავნანას“ საქმიანობის დასკვნები ჩემთვის ხელმისაწვდომი არ არის, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დარეგულირებული. ფონდის ხელმძღვანელის მხრიდან ფონდის თანხების ხარჯვა არის ამორალური. საქველმოქმედო ფონდებს აქვთ ვალდებულება, გამოაქვეყნონ აუდიტორული დასკვნები, რომელიც დაკავშირებულია ასევე იმასთან, თუ რომელი აუდიტორული კომპანია ატარებს დასკვნებს. ბურჭულაძის შემთხვევაში აუდიტორული დასკვნები გაურკვეველი ორგანიზაციების მიერ არის გაკეთებული”, -განაცხადა ანდრია გვიდიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები