ანდრია გვიდიანი: ფონდ “იავნანას” და პაატა ბურჭულაძის საქმიანობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

“POSTTV- ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება პაატა ბურჭულაძის საქმიანობის შესახებ, აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”,-ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.
გვიდიანის თქმით, ეჭვს იწვევს ის, რომ პაატა ბურჭულაძემ  ფონდისთვის შეწირული მრავალი ფინანსური სახსარი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის პრეზიდენტი პროკურატურას ფონდ “იავნანას” საქმიანობის შესწავლას სთხოვს.

“ფონდ “იავნანას” და პაატა ბურჭულაძის საქმიანობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ მთავარ პროკურორს – ირაკლი შოთაძეს, რათა დაინტერესდეს ბურჭულაძისა და ფონდ “იავნანას” საქმიანობით.
ეჭვს იწვევს ის, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ მრავალი ფინანსები საკუთარ თავზე ხელფასის სახით არის გაცემული, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ასევე ბუნდოვანია შესაწირი ყუთებიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა, დაფიქსირებულია ერთი მილიონი ლარი, რაც არაადეკვატურია. გახარჯულია თანხები ბურჭულაძის ოჯახის დასვენებაზე და მათ ვოიაჟებზე. ამიტომ გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს ყველა კითხვას”,- განაცხადა გვიდიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები