“პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით ვეტოსთვის ემზადება”

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით ვეტოსთვის ემზადება, – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ”ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
”პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიმუშავებენ, პარლამენტს ვეტოს ფარგლებში, მოტივირებული შენიშვნების სახით წარუდგინონ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.
”ქართული ოცნება” კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მიღებას სექტემბრის ბოლოს აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები