პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრამდე, თბილისში სიმთვრალეზე 836 ჯარიმა დაიწერა, რასაც მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევა მოჰყვა

საგზაო მოძრაობის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრამდე, თბილისში, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე 836 ჯარიმა დაიწერა, რასაც მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
რაც შეეხება სხვა ჯარიმებს, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, პირველი ივლისიდან, პირველ სექტემბრამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მძღოლებზე 223611 ჯარიმა დაიწერა, მათ შორის თბილისში 107433. თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი ჯარიმა დაიწერა აჭარაში – 26331, შემდეგ კი იმერეთში 24483.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები