თინათინ ბოკუჩავა: მიხეილ სააკაშვილის გეგმა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაა
“მიხეილ სააკაშვილის გეგმა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაა, რომელიც კორუფციას დაამარცხებს და უკრაინას ევროპისკენ წაიყვანს”, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ქმედებები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა-საქართველოს ბედი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია.
„მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ ის მთელი უკრაინის შემოვლას აპირებს, რათა ხალხს საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბროს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს და უკრაინის სათავეში ისეთი ძალა მოვიდეს, რომელიც კორუფციას დაამარცხებს და უკრაინას ევროპისკენ წაიყვანს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორი ქვეყნის ბედი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ჩვენ ის ქვეყნები ვართ, რომლებიც რუსეთის იმპერიალისტური სწრაფვები სამიზნეა. ასე რომ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან ბევრი ხალხის მხარდაჭერა ექნება იმისთვის, რომ წარმატებას უკრაინამ, საქართველომ და მთლიანად რეგიონმა მიაღწიოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.