წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, შ.ბ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 52.48 გრ.) აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4515.72 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4515.72 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები