დავით ოქიტაშვილმა სასამართლოში გაერთიანებული პროფკავშირების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

​ „ჩვენ სარჩელი შევიტანეთ იმ დარღვევების შესახებ, რაც არის დღეს პროფკავშირებში“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. როგორც ოქიტაშვილმა აღნიშნა, ირაკლი პეტრიაშვილი ყრილობის გაყალბებისთვის ემზადება, თუმცა ამის საშუალებას არ მიეცემა.
„ჩვენ სარჩელი შევიტანეთ იმ დარღვევების შესახებ, რაც არის დღეს პროფკავშირებში. იქიდან გამომდინარე, რომ მე დღემდე არ მეძლევა უფლება შევხვდე დელეგატებს, არ გვაძლევენ დელეგატთა სიებს. თუ რამდენიმე დარგმა გადმომცა სიები, სხვა დარგები რატომ არ მაძლევენ. ირაკლი პეტრიაშვილი ემზადება ტოტალური გაყალბებისთვის, მაგრამ ჩვენ ყრილობის გაყალბების უფლებას არ მივცემთ. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი ელოდება”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
ოქიტაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მათ სასამართლოში სარჩელი ყრილობის მოწვევის წესის დარღვევისა და მოწვევის წესთან დაკავშირებით შეიტანეს.
„ის, რაც პროფკავშირებში ხდება, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გასულია სამართლებრივი სივრციდან. უკანონოდ არის რეგისტრირებული წესდება. ამის შემდეგ პროფკავშირებს მიღებული აქვს უამრავი განკარგულებები, დებულებები, რომლებიც ასევე გასულია სამართლებრივი სივრციდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ჩვენთვის, ყრილობის მოწვევის წესია დარღვეული. ამ ყრილობის მოწვევის წესთან დაკავშირებით შევიტანეთ სარჩელი. გვინდა, რომ საქართველოს პროფკავშირების ყრილობა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები