“გურიასა და სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საწყისი წამლობა დაგვიანებული არ ყოფილა, ავიაციის გამოყენებაც გეგმის მიხედვით მოხდება”

“გურიასა და სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება”, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგრარული კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები შეჯამდება.
“საველე ღონისძიებები წლის ბოლომდე გვექნება. იმ დრომდე ვიდრე მავნებელი ზამთრის ძილს მიეცემა. ერთობლივი ღონისძიებებით ჩვენ შეგვიძლია, მავნებელი დავამარცხოთ და მავნებელს კვალდაკვალ მივყვეთ. ჩვენ სრულად მობილიზებული გვყავს ის ტექნიკური საშუალებები, რაც ქვეყანაში მავნებელთან ბრძოლის კუთხით არსებობს. ჩვენი ღონისძიებების შედეგად, მომავალი წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება და რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ჩვენ მავნებლის სრულად კონტროლში მოქცევას შევძლებთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, განცხადებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დაგვიანებულ რეაგირებაზე სპეკულაციებია, რომელიც წლის დასაწყისიდან ვრცელდება.
“ჩვენ კონკრეტულ მავნებელთან გვაქვს საქმე. ყველა ღონისძიება ზუსტი და ადეკვატურია. არც საწყისი წამლობა დაგვიანებული არ ყოფილა. ავიაციის გამოყენებაც იმ გეგმის მიხედვით ხდება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ქიმიური პესტიციდებია, ქიმიურ პესტიციდებთან ურთიერთობა თავის წესებს მოითხოვს და უსაფრთხოებას თავისი წესები აქვს. ჩვენ შეიძლება ავიაციის მასშტაბურად ყველგან გამოყენება და მავნებლის განადგურება, მაგრამ ავიაციის გამოყენების არეალი სამწუხაროდ შეზღუდულია. ის შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ძალიან დისტანციურ არეალში, იქ სადაც მოსახლეობასთან ან მჭიდრო დასახლებებთან საქმე არ გვაქვს. სახელმწიფოს ამ კუთხით რესურსები ნამდვილად არ დაუზოგავს და მაქსიმუმზე მაქსიმუმს აკეთებს”, განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები