თელავში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

კახეთში გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ნასამხრალი, კურდღელაური და შალაური დააზარალა.
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ასევე მოგლიჯა ხეები და საავტომობილო გზაზე შეაფერხა მოძრაობა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. სოფლებში 180- მდე ჰექტარია დასეტყვილი. დაზიანდა ერთწლიანი კულტურები და ვენახები.
დასეტყვილი ტერიტორიების შესწავლა და ზარალის დათვლა დაწყებულია. ზარალის ზუსტი მონაცემები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები