მიხეილ სააკაშვილი: პასპორტი, რომელიც მომპარეს პოროშენკოს კაბინეტშია

“პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეევიჩის კაბინეტშია”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისთან“ განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მან სანდო წყაროსგან შეიტყო.
„ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მივიღე. პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეევიჩის კაბინეტშია. მას პასპორტი ჩემი დაბრუნებიდან მეორე დილასვე სამსახურში დაახვედრეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი ჟურნალისტების თანდასწრებით გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები