„იავნანით მიძინებული სინდისი“ – მსოფლიო ბანს მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელენ (ვიდეო)

PosTV-ის საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძეს და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.
საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.
საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-იმ დღეს გამოაქვეყნა, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ“ ჯამში, სულ რაღაც 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1 760 000 ლარი გასცა.
„თითოეული თქვენგანი, ვისაც ოდესმე შეგიწირავთ თანხა ფონდ „იავნანასთვის“, დოკუმენტურად დარწმუნდებით, რომ რეალურად პაატა ბურჭულაძის საზღვარგარეთულ ვოიაჟებს, ფეშენებელურ ავტოპარკს და პომპეზურ კონცერტებს აფინანსებდით“, – აღნიშნავენ ფილმის ავტორები.

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=yNoCHI_NGxM

https://www.facebook.com/POSTV.Main/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები