“მთავრობამ ხალხს მიწა დაურიგა, მაგრამ არ ამუშავებენ“
მთავრობამ ხალხს მიწა დაურიგა, მაგრამ აცდენენ, არ ამუშავებენ -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესის თქმით, ქართველ ადამიანს შრომისადმი სიყვარული ყოველთვის გამოარჩევდა, თუმცა ერს დღეს შესაბამისი განწყობა აკლია.
“ჩვენი წინაპრები მუდამ ფიქრობდნენ იმაზე, რომ მიწა ჰქონოდათ.
დღეს კი მთავრობამ ხალხს მიწა დაურიგა, მაგრამ აცდენენ, არ ამუშავებენ. მაგალითად, ყაზბეგის რაიონში საუკეთესო ნიადაგია კარტოფილისთვის. იქ იმდენი და ისეთი კარგი კარტოფილი მოდის, მთელ საქართველოს ეყოფა, მაგრამ მიწების უდიდესი ნაწილი ცდება, დაუმუშავებელია, – ბრძანა პატრიარქმა.