ავაკოვი: მართალია უსისხლოდ, მაგრამ პროვოკაცია მოხერხდა და მასთან კავშირში მყოფი ყველა პირი დაისჯება

მართალია უსისხლოდ, მაგრამ პროვოკაცია მოხერხდა და მასთან კავშირში მყოფი ყველა პირი დაისჯება, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და მისი მომხრეების მიერ უკრაინის საზღვრის კვეთის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, დადგინდება ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებსა და პოლიციელებზე თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა და ისინი კანონის შესაბამისად დაისჯება. მისი განცხადებით, სააკაშვილმა და საზღვარზე უკანონოდ გადასულმა ყველა პირმა დაუყოვნებლივ ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიოს – მივიდნენ შეგინის გამშვებ პუნქტში და გაიარონ გაფორმების პროცედურა ან მივიდნენ საემიგრაციო სამსახურის ქვეგანყოფილებაში. საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
განცხადება ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები