შეიხი რამინ იგიდოვი: ცეცხლში ადამიანებს საუკუნეების წინ წვავდნენ და მაშინაც მიუღებელი იყო

​გვინდა მივმართოთ მსოფლიო წამყვან ქვეყნებს, რომ რელიგიური უმცირესობების გენოციდს ბოლო მოეღოს, -ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეიხმა რამინ იგიდოვმა ნაიმარში მომხდარ მუსლიმთა გენოციდთან დაკავშირებით განაცხადა.
შეიხმა მსოფლიო წამყვან ქვეყნებს დუმილის დარღვევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ვალდებულია 21ე საუკუნეში რელიგიის ნიშნით დევნა აკრძალოს.
“ის, რაც ხდება ნაიმარში არის გაუგონარი ტრაგედია. ცეცხლში ადამიანებს საუკუნეების წინ წვავდნენ და მაშინაც იყო მიუღებელი. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვალდებული არიან დაარღვიონ დუმილი.3000- ზე მეტი ადამიანი დააქუცმაცეს და ცოცხლად დაწვეს. სამწუხაროდ, ამ ფაქტებს არ ახმაურებენ, ეს არის გენოციდი. მიუხედავად იმის, რომ გაერომ ეს ადამიანები აღიარა ყველაზე წამებულ ადამიანებად მათ ტრაგედია გულთან ახლოს არავის არ მიაქვს. სამწუხაროდ, დასავლური მედიაც არ იღებს ხმას ამ ტრაგედიაზე.საქართველოს მუსლიმები მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე”,- განაცხადა შეიხმა რემინ იგიდოვმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები