მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ინციდენტის შედეგად დაშავდა 11 სამართალდამცველი.
უკრაინის გენერალური პროკურორი კი, გუშინდელი მოვლენების ყველა ორგანიზატორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
შესაბამისი განცხადება ლუცენკომ ფეისბუქის გვერდზე განათავსა.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ათეულობით მხარდამჭერმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები