სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს

უკრაინის საზღვართან ვითარება დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოლონეთის მხარეს მოემართებიან. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის გეგმები შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას არა “კრაკოვეციდან”, არამედ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინის გავლით ცდილობდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში გამგზავრებას მატარებლით შეეცადა, თუმცა მატარებლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სამგზავრო შემადგენლობა არ დაიძვრებოდა, ვიდრე მატარებელში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები