მარიამ ჯაში „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაში” მონაწილეობდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის გამართულ “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე” სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის ორგანიზატორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ღონისძიებაში 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენცია განთლების სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ.
კონფერენციის მონაწილეები გამართავენ დისკუსია შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში; 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები; სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა; სასკოლო სერვისების განვითარება; სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა.
მონაწილეებმა, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე. აგრეთვე, კონფერენციაზე მოწვეულმა საჯარო სკოლების დირექტორებმა განიხილეს სკოლაში ხარისხის მართვის და სასწავლო პროცესის ლიდერობის საკითხები. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც სკოლის დირექტორს, ისე მასწავლებელს. საჭიროა ექსკლუზიური, განახლებული ცოდნა მიეწოდოს სასკოლო საზოგადოებას. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი სწორედ ამ სიახლეზეა ორიენტირებული და ეს მოსწონთ პროექტში ჩართულ პედაგოგებს. პროექტის ძირითადი მიზანია – მოსწავლეებმა თავი იგრძნონ უკეთეს გარემოში, მიიღონ უკეთესი ცოდნა, რაც მათ სამომავლო პერსპექტივებზე აისახება.
სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განთლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის” ფარგლებში. 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო ლიდერობის აკადემია, რომელიც 2018 წლამდე საჯარო სკოლების დირექტორებს სთავაზობს პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსს. მარიამ ჯაშიც ინფორმაციით, ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი გაიარა 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა. ლიდერობის აკადემიის ფარგლებში დაგემგილია ყველა საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები