ლანჩხუთის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია.
ის რეგიონის მერობის დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად, დღეს ოზურგეთში, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს, რომ ნდობა გამომიცხადა და ლანჩხუთის მერობის კანდიდატად წარმადგინა. არჩევნებიდან, რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდები. წინ ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი და საინტერესო ოთხწლიანი პერიოდი  გვაქვს. ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ძალიან საკმარისად და ნორმალურად გავართმევ თავს, რომლითაც მოსახლეობა და მთელი რაიონი კმაყოფილი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
„ქართული ოცნების“ სახელით, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძეიქნება;ლანჩხუთის – ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის- ირაკლი კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები