პრემიერ-მინისტრმა გურულებს მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა დღეს გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა გურულებს და აღნიშნა, რომ მათთან პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, რადგან ძალიან კარგად იციან სწორი არჩევანის გაკეთება.
“მივესალმები გურიას და გურულებს! მოგესალმებით მეგობრებო! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ შემსრულებლებს, ასეთი მშვენიერი განწყობის შექმნისთვის. გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება. 2012 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე არჩევნები და წინა ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ-დემოკრატულმა საქართველომ“. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურულებს, კიდევ ერთხელ, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად, ყველას ერთად გაერთიანება. ჩვენ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენეთ და მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენი ოჯახის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს. აუცილებლად, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და ამ გზას დავუჭერთ მხარს. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი – მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანზეზრუნვა.
ამ ოთხ წელიწადში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით, ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ უსახსრობის გამო ვერ შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას. თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე, არის ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენი ბავშვებისთვის მოწესრიგდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა – აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს პროცესი, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, და რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მტავრობა გლეხებს მაქსიმალურად დაეხმარება და მათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ექნებათ.
” ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. გურიაში,სახელმწიფოს მხრიდან, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობით,ყოველწლიურად სარგებლობდა 50 ათასამდე გლეხი და ფერმერი, რომლებმაც ჯამში, თითქმის 20 მილიონი ლარის სარგებელი მიიღეს. ამ პროგრამების შედეგად, გავააქტიურედ დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო მიწები და აქტივად ვაქციეთ ის. ამას გარდა, დღევანდელი მდგომარეობით, გაცემულია 11 მილიონ ლარზე მეტი სესხი, რაც მოხმარდა მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის დარგების ხელშეწყობას. ასევე მნიშვნელოვანია, მიკროგრანტების პროგრამა რომელმაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ყოფა ჩვენს სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს. პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში, დამტკიცდა 20 პროექტი, რომლებიცითვალისწინებს 100-ზე მეტ ჰექტარზე თხილის, ლურჯი მოცვის, კაკლისა და ვაშლის გაშენებას. ძალას იკრებს ასევე, ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც ამჟამად 300 ათასზე მეტილარია გაცემული”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები