მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას თავდაპირველი მარშრუტით – ავტობუსით გეგმავს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ კრაკოვეცშიკვლავ ავტობუსით მიემგზავრება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ მიიღო. „დღეს აუცილებლად უნდა შევიდე კონტაქტში უკრაინელ მესაზღვრეებთან, ამიტომ ერთადერთი, რაც რჩება, ეს არის ავტობუსით გამგზავრება, რადგან უკრაინელ მესაზღვრეებთან კონტაქტი აქ, პოლონეთში, რკინიგზის სადგურზე ვერ მექნება.
მათ დიდი იმედი აქვთ, რომ აქ, პოლონეთს ტერიტორიაზე ვიჯდები, ვერ ჩავაღწევ უკრაინაში და მათ პრობლემები არ ექნებათ. ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია და ახლა, ჟურნალისტებთან ერთად, კვლავ მივემგზავრებით კრაკოვეცში, რადგან უკრაინის ხელისუფლებაში ქვეშაფსიები არიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ თუ „ტიტუშკები“ რამეს გააკეთებენ, ამაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დაეკისრება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებას მატარებლით ცდილობდა, თუმცა მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, გამოაცხადეს, რომ არ დაიძვრებოდა, ვინაიდან მასში იმყოფებოდა პირი – მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები