ოზურგეთში, მერების წარდგენაზე ხანდაზმული ქალი ცუდად გახდა

ოზურგეთში, მერების წარდგენაზე გამართულ შეხვედრაზე, როცა პრემიერის გამოსვლა დასასრულს უახლოვდებოდა, ხანდაზმული ქალი ცუდად გახდა.

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვის დასრულებისთანავე, ხანდაზმულ ქალბატონთან მივიდა და მიმართა: “ნუ გეშინია დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება”.

პრემიერ-მინისტრმა ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა.

პრემიერმა მხარის გუბერნატორს, მერაბ ჭანუყვაძეს და ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს დაავალა, რომ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყური მიადევნონ  და აუცილებლად შეატყობინონ მას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები