გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ”ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი – ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავაა. გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატებს წარმატება უსურვა.