მიხეილ სააკაშვილმა „ინტერსითის“ მატარებელი დატოვა

„ინტერსითის“ მატარებელი, რომლითაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყო, ამ დრომდე არ დაძრულა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი დატოვა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერთან, იულია ტიმოშენკოსთან ერთად, მედიისთვის ბრიფინგს გამართავს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დანარჩენი მგზავრები უკრაინაში შესაძლოა, ავტობუსებით ან სხვა მატარებლით გადაიყვანონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინიდან მგზავრების გადასაყვანად, პოლონეთში ავტობუსები უკვე გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები