სააკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” და “იმედის” კითხვებს არ უპასუხა – „თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი” (ვიდეო)

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში, რომლითაც ის პოლონეთის დატოვებას და უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, ტელეკომპანია “იმედის” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კითხვებს არ უპასუხა. “ხელები გაწიეთ, მე არ ველაპარაკები “იმედს”. არ მაინტერესებს. მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიის კითხვებს. მე ტელეკომპანია “იმედი” მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ, კარგად იყავით…მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ! მე ველაპარაკები თავისუფალ მედიას, თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კითხვაზე, თუ რატომ არ აპირებს სააკაშვილი “საზმაუსთან” ურთიერთობას, სააკაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ნორმალურად“. „იმედის“ კითხვას, თუ რატომ არ აღმოჩნდა აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის ადგილი ავტობუსში, რომლითაც სააკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან ერთად მგზავრობდა, ექსპრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: „ მე ვფიქრობ, რომ თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და ახლა დამანებეთ თავი, ნუ უშლით ხელს ხალხს მუშაობაში“, – მიმართა ექსპრეზიდენტმა „იმედის“ ჟურნალისტს.

https://www.youtube.com/watch?v=QAh_uYWyzN8&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები