მატარებელი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, უკრაინაში მაინც წავა
“ინტერსითის” მატარებელში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გამოაცხადეს, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევით, პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გეგმა შეცვალა და უკრაინაში შესვლა მატარებლით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოცხადდა, რომ მატარებელი არ დაიძვრებოდა, ვინაიდან მასში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.