პოროშენკოს ბრძანებით, მატარებელი უკრაინაში არ გაემგზავრება, სანამ მას მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს

პრეზიდენტმა პოროშენკომ რკინიგზის ხელმძღვანელობას უბრძანა, მატარებელი გააჩეროს”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა. როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მასში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს. „პოროშენკომ ამჟამად მძევლად აიყვანა ამ მატარებლის ყველა მგზავრი და განაცხადა, რომ ვერცერთი ვერ გაემგზავრება, მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, აქვთ ბილეთები, მათ, ფაქტობრივად, ხელბორკილები დაადო, წარმოგიდგენიათ ვისთან გვაქვს საქმე? პოროშენკოს ასე უნდა მართოს უკრაინა, ხალხი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები