მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მატარებლით მიემგზავრება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გეგმები შეცვალა – ის, მხარდამჭერებთან ერთად, პოლონეთიდან უკრაინაში მატარებლით მიემგზავრება. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მან ეს გადაწყვეტილება,მხარდამჭერებთან ერთად, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
“ჩვენი გეგმა იყო მკაფიო – მივემართებოდით საზღვრისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოვიდნენ იმის მხარდასაჭერად, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და არ შეიქმნას ახალი დიქტატურა, მაგრამ ასევე, არიან „ტიტუშკებიც“ და არის პროვოკაციის გეგმა. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში „ინტერსითის“ მატარებლით გამგზავრებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები