უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე პოლიციამ სამხედრო ფორმაში ჩაცმული 40 ადამიანი შეაკავა

კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან პოლიციელებმა უცნობ პირთა ჯგუფი შეაკავეს, რომლის წევრებიც კამუფლაჟში იყვნენ გამოწყობილნი და სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გაშლილი კარვების ბანაკისკენ ორგანიზებულად მიემართებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
როგორც ლვოვის პოლიციის უფროსმა, ვალერი სერედამ განაცხადა, სამართალდამცველებმა ჯერ არ იციან ამ ადამიანების ვინაობა და არც ის, რა მიზნით იმყოფებიან ისინი საზღვარზე. ამჟამად პოლიციელები ამის დადგენას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები