უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც ჩამოვა

“მიხეილ სააკაშვილს დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც ჩამოვა”, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ვასილი სერვატიუკმა „ტელეარხ 24-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სერვატიუკმა განმარტა, არსებული მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი აქვს. მისი თქმით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. „სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და სააკაშვილს დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც ჩამოვა“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ვასილი სერვატიუკმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები