კახეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კახეთში, სოფელ მელაანთან გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა ნაწილი საგარეჯოსა და გურჯაანის საავადმყოფოებში რჩება. განსაკუთრებით მძიმეა 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი გვიან ღამით შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სულ 11 ადამიანი დაშავდა. 5 დაშავებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, დანარჩენი 6 კი გურჯაანისა და საგარეჯოს კლინიკებში მოათავსეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები