საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 10-16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის წევრებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, ვილიამ სვენისთან, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები